Tuesday, July 30, 2013

საპროექტო იდეა ქართულად

პროექტის სახელწოდება

გადამდები დაავადებები სკოლაში

პროექტის მოკლე აღწერა

მოზარდებში გავრცელებული ინფექციური და გადამდები დაავადებების აღრიცხვა, მათი პრევენცია, პროფილაქტიკა და სხვა ქვეყნებთან გამოცდილებების გაზიარება.
საგნობრივი ჯგუფი

მშობლიური ენა, ბიოლოგია, უცხო ენა, სამოქალაქო განათლება
მონაწილე ქვეყნები
ნებისმიერი
საკომუნიკაციო ენა

ინგლისური

ასაკი

14-17 წელი

მოსწავლეთა რაოდენობა

20 მოსწავლე

პროექტის ვადები

ორი სემესტრი

გასაცნობი აქტივობა
მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე დააკვირდებიან თანატოლებში რომელი დაავადებებია ხშირი, დაახარისხებენ სეზონური, გენდერული, ასაკობრივი, სოციალური მონაცემების მიხედვით. შექმნიან მონაცემთა ერთიან ბაზას სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით. შეიმუშავებენ თანატოლთა ინფორმირების სტრატეგიებს, გააკეთებენ პრეზენტაციებს დაავადებების წარმოშობის და გავრცელების შესახებ, ჩაწერენ ინტერვიუებს ექიმებთან, გადაიღებენ მოკლე სასწავლო ვიდეო რგოლს (კლიპს), როგორ  დავიცვათ თავი დაავადებების გავრცელებისაგან, დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს.
ისტ საშუალებების გამოყენება
ბლოგი, ელ.ფოსტა, ვიდეო კამერა, სხვადსხვა კომპიუტერული პროგრამები.
შეფასების ფორმები
ნებისმიერი
პროექტის გამოქვეყნების ფორმა
ბლოგი